„თბილისის მერიის თასს“ „ლელო სარასენსი“ დაეუფლა | რაგბი

20:17, 11.11.2019

„ლელო-სარასენსის“ 17-წლამდე 7-კაცა გუნდმა „თბილისის მერიის თასზე“ ყველა შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო და თასის მფლობელი გახდა.

„თბილისის მერიის თასი“ შარშან დაარსდა და ტურნირის პირველი გამარჯვებული 14-წლამდე მორაგბეთა შორის „ხვამლი“ გახდა, რომელმაც ფინალში სწორედ „ლელო სარასენსს“ სძლია.

„მერიის თბილისის თასის“ წლევანდელი გამარჯვებული ფინალამდე ისე მივიდა, რომ ყველა მეტოქე მშრალი ანგარიშით დაამარცხა.

 

 

მსგავსი