თბილისის მერიამ საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა
თბილისის მერიამ საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა

თბილისის მერიის ორგანიზებით თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სპორტული უწყებების, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, თბილისელი სპორტსმენები და საპატიო სტუმრები.

წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, თბილისის მერიის სახელით გადაეცათ ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები.

ქართული სპორტის წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის მერიამ მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე საგანგებო პრიზით დააჯილდოვეს.

აღსანიშნავია, რომ სულ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩემპიონობა და სხვადასხვა ხარისხის სინჯის მედალი 58 თბილისელმა სპორტსმენმა მოიპოვა.