თბილისის მერია - წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების წარმოების მიზნით, კომპანია უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ ხვალ შეირჩევა
თბილისის მერია - წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების წარმოების მიზნით, კომპანია უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ ხვალ შეირჩევა

დაწყებულია ბაზრის კვლევა და ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომელსაც სურვილი აქვს, დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მერიის მიერ დადგენილი პირობები, შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, უახლოეს პერიოდში მოხდება შემსრულებელი კომპანიის შერჩევა.

„შპს „პარმა“ ნამდვილად მონაწილეობს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში, კერძოდ, ახორციელებს ტროტუარების მოწყობის სამუშაოს, არა გუშინდელი დღიდან, არამედ გასული წლის დეკემბრის თვიდან. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა შპს „პარმასთან“ ხელშეკრულება გააფორმა 2023 წლის 16 ნოემბერს. რაც შეეხება საგზაო სამუშაოების წარმოების მიზნით ახალი კომპანიის შერჩევის პროცესს, როგორც იცით, დაწყებულია ბაზრის კვლევა და ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომელსაც სურვილი აქვს, დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მერიის მიერ დადგენილი პირობები, შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა. წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, უახლოეს პერიოდში (სავარაუდოდ, ხვალ) მოხდება შემსრულებელი კომპანიის შერჩევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმადღეს განაცხადა, რომ  წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დაფიქსირდა დარღვევები, რის გამოც ორ კომპანიასთან ხელშკრულება გაწყდა.