თბილისის მერია სამშენებლო ობიექტებზე რეიდებს იწყებს
თბილისის მერია სამშენებლო ობიექტებზე რეიდებს იწყებს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მერია სამშენებლო ობიექტებზე რეიდებს იწყებს. კალაძის თქმით, მიზანი მშენებლობაზე დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება.

თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით, გასულ წელს, ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ყურადღება, აუცილებელია რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რათა კიდევ ერთხელ ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.