თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, მდინარე ვერეში ნაგავი არ ჩაყარონ
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, მდინარე ვერეში ნაგავი არ ჩაყარონ

თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, მდინარე ვერეში ნაგავი არ ჩაყარონ.

ვერეს ხეობაში მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები დაიწყო. დედაქალაქის მერი კახა კალაძე და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა ვერეს ხეობის იმ მონაკვეთზე მივიდნენ, სადაც მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ფერდობებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება არის დაწყებული.

„მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება. რამდენიმე დღე დასჭირდება, რომ ადგილი მოწესრიგდეს. დაბინძურებულია ხეობა, კალაპოტი. რთული სამუშაოა, თუმცა „თბილსერვისი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ მოწესრიგებული იყოს. შემდეგ გადავდივართ ქალაქის შემოსასვლელ-გასასვლელში, იქაც არ არის კარგი მდგომარეობა და აუცილებლად მოწესრიგდება“, – განაცხადა კალაძემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა მოსახლეობას მოუწოდებს, სამშენებლო ნარჩენები ხეობაში არ ჩაყარონ.

„მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი სამშენებლო ნარჩენია. ბუნებრივია, ეს არის მოსახლეობის მიერ დაყრილი. სამშენებლო ნარჩენებისთვის სპეციალური ნაგავსაყრელი გვაქვს და აუცილებლად უნდა მიმართონ. რა თქმა უნდა, არის ჯარიმები და გამოყენებული იქნება არსებული სანქციები“, – განაცხადა ლევან ჯღაკავამ.