თბილისის მერია - Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ
თბილისის მერია - Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონცერტზე დამსწრე პირებისთვის მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ.

„კერძოდ, N307, N334, N345, N358 და N359 ავტობუსები მოქალაქეებს 02:00 საათამდე მოემსახურებიან“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.