თბილისის მერია – გლდანის რაიონში მიმდინარე წელს ბმა-ს პროგრამით 24 სახურავი რეაბილიტირდა

12:44, 06.08.2026

გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს  სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები 24  მისამართზე განხორციელდა. გაწეული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 691 000 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მიმდინარე პროექტებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე,  სამუშაოები 17 მისამართზე  ტარდება, რისთვისაც  479 500  ლარია გათვალისწინებული.

საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გლდანის ა მიკრორაიონის N59 კორპუსში, სადაც, დაახლოებით,  2 000  კვ.მ ფართობის სახურავი ახლდება.

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

მსგავსი