თბილისის „ლოკომოტივში“ ამერიკელი ფეხბურთელი ისინჯება, რომელმაც პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. სანაკრებო პაუზაზე გუნდმა ამხანაგური თამაში ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ „ვიტ ჯორჯიასთან“ 1:4 წააგო.
„ლოკომოტივიდან“ ეს ერთადერთი გოლი შემტევმა რემი ვილიან ჯონმა გაიტანა. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ამერიკელი ფეხბურთელი „ლოკომოტივში“ რამდენიმე დღეა ვარჯიშობს.
33 წლის ვილიან ჯონი კანზასშია დაბადებული და კარიერა მშობლიური ქალაქის გუნდის, „კანზას სიტიში“ დაიწყო. ასევე კოლეჯის ჩემპიონატში „სენტ ლუისის“ თამაშობდა. ამის შემდეგ კი ვილიან ჯონი მხოლოდ უცხოეთში თამაშობდა – დანიური „რანდერსში“, სერბულ „კუკარიჩკიში“, ხორვატულ „ვინოგრადარში“, აზერბაიჯანულ აზალ-ში, მაროკოს „მას ფესში“, ბოლოს კი ფინურ „როპს“-ში გამოდიოდა. იყო ამერიკის 15, 16 და 20-წლამდელთა ნაკრებების თავდამსხმელი.
როგორც „ვიკიპედიაშია“ აღნიშნული, ვილიან ჯონი პოლიგლოტია და თავისუფლად ფლობს რვა ენას. მამამისი, ემილიო ჯონი ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი იყო და თავადაც იმედოვნებდა, რომ ისტორიული სამშობლოს ნაკრებში მიიწვევდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
საინტერესოა, რომ ვილიან ჯონი ამერიკის ფეხბურთის ასოციაციის მოთამაშე საკითხების საბჭოს წევრი და საფეხბურთო ფონდის ელჩია, რომლის მიზანიც ამერიკის შეერთებული შტატებში ფეხბურთის პოპულარიზაციაა.