თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:10, 01.11.2018

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, აბაშიძის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ფალიაშვილის და ერისთავის ქუჩებზე დენი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, V, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, შავგულიძის, ქავთარაძის, ნადირაძის, იოსელიანის, ნუცუბიძის, შავიშვილის, თოფურიას, ფხაკაძის, ყიფშიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, ანჯაფარიძის, უნივერსიტეტის და მინდელის ქუჩების მცხოვრებლებზე. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება ყაზბეგის გამზირს.

ისნის რაიონში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირზე ელექტროენერგიის მიწოდება, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ნადირაშვილის ქუჩის აბონენტებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ფეიქართა და ქსნის (ნაწილობრივ) ქუჩებს.

გლდანის რაიონში, დენის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ილია ვეკუას, ბოჭორიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი