თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ქართველიშვილის, იუმაშევის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებზე.

კრწანისის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია სოფელი ფონიჭალას (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების, ბოტანიკის, საადის, აბანოს, სამღებროს, ირგვლივის, შუშინის, მირზა შაფი ლაზახის, გრიშაშვილის, ახუნდოვის და ვერცხლის ქუჩების მცხოვრებლებზე. 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ კალანდაძის, ბერძნის, ნადიკვარის, გორგასლის (ნაწილობრივ) და ნიშნიანიძის (ნაწილობრივ) ქუჩებს.

დიდუბის რაიონში, ცაბაძისა და სანაპიროს ქუჩებზე დენი 11 საათიდან 13 საათამდე შეწყდება.
საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, დელისის III ქუჩის, დელისის, ნუცუბიძის, ასათიანის, ზემო დელისის, ჯებაშვილის, ნადარეიშვილის, ჩახავას, ჩხეიძის, გეგეჭკორის და ლორთქიფანიძის ქუჩებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ჟღენტის ქუჩაზეც.

ჩუღურეთის რაიონში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 11 საათიდან 15 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“ – აღნიშნულია „თელასის” განცხადებაში.