თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეეზღუდება
თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონში, რკინიგზის, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, ხიმშიაშვილის, ალილუევის, თვალჭრელიძის, ჩოხატაურის, ხვინგიას, ზესტაფონის და ნინუას ქუჩებზე დენი 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, დავით თავხელიძის, პოლიტკოვსკაიას, ანჯაფარიძის, მინდელის, ნუცუბიძის, დელისის, ჩიქოვანის, ბერიტაშვილის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, კანდელაკის, ონიაშვილის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, გამყრელძის, ლომონოსოვის, ოდესის, ალასანიას, მარუშიძის, ლვოვის, ინტენსიფიკაციის, ზემო ვეძისის, ართმელიძის, ყუშიტაშვილის, დოლიძის, იოსელიანის, ახალშენის, ბაკურიანის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, ქარელის, ჭიათურის, საბურთალოს, სულხან ნასიძის, ბაკურციხის, კოსტავას, გურამ ბზვანელის და ლიხაურის ქუჩების მცხოვრებლებზე.

ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაჭის გამზირზე, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, აბაშიძის და მუხაძის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეწყდება.

მთაწმინდის რაიონში დენის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია კოჯრის გზატკეცილის, ბეთლემის აღმართის, ასათიანის, დადიანის, ტაბიძის, მაჩაბელის, ინგოროყვას, ჭონქაძის, ლორთქიფანიძის, ლერმონტოვის, ქიქოძის, იაშვილის, ამაღლების, ნიშნიანიძის, მესხის, მუსხელიშვილის, ათონელის, ორბელიანის, ხიდის და ფხოვის ქუჩების აბონენტებზე.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), გოგოლის, ფიროსმანის, კონსტიტუციის, გოგი დოლიძის, მარჯანიშვილის, ბენაშვილის, ჩიტაიას, გრანელის, მამარდაშვილის და ჩიქობავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.