თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეეზღუდება
თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონში დენის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, ცინცაძის და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებზე. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება პეტრე ქავთარაძის ქუჩას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება სოფელ დიღომში, მეფე მირიანის (ნაწილობრივ) და უნივერსიტეტის ქუჩებზე. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის (ნაწილობრივ) ქუჩების აბონენტებს.

12:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება გოთუას ქუჩას.

12:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება დოლიძის და ქარელის ქუჩებზე. 13:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება პეკინის გამზირსაც.

დიდგორის რაიონში, დაბა კიკეთის, სოფელი დიდების და ბეთანიის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.

კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ დადიანის, კოტე აფხაზის, ნიშნიანიძის, ვერცხლის, ყავლაშვილის, ავლევის, დიუმას, პუშკინის და ოქრომჭედლების ქუჩების აბონენტებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება სოფელ ფონიჭალაში, ფონიჭალის დასახლებაში, დიდი ხეივნის დასახლებაში, რუსთავის გზატკეცილზე, მტკვრის, ორთაჭალის, გორგასლის, უსახელოურის, ბადაგის, დიდი ხეივნის, დიდი ხეივნის II ქუჩის, ხეივნის, გიორგი ნიკოლაძის, სადგურის, გრიშაშვილის, შავიშვილის, წითლანაძის, გულუას, საბატონოს, გულიას და კოტე აფხაზის ქუჩებზე.

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის, ჯაფარიძის, თიგიშვილის, ზაქარაიას, ურიდიას და კაჭრეთის ქუჩებზე დენი 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
ვაკის რაიონში, დაბა წყნეთის მოსახლეობას ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.