თბილისის ისტორიის მუზეუმში შვეიცარიელი ხელოვანის, დანიელ შპერის ფოტოგამოფენა გაიმართება
თბილისის ისტორიის მუზეუმში შვეიცარიელი ხელოვანის, დანიელ შპერის ფოტოგამოფენა გაიმართება

თბილისის ისტორიის მუზეუმი შვეიცარიელი ხელოვანის, დანიელ შპერის ფოტოგამოფენას „1993“ უმასპინძლებს.

დანიელ შპერი 1993 წელს იმყოფებოდა თბილისში საერთაშორისო გაცვლითი ატელიეს – IAAB ფარგლებში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე, რომელიც დღეს იხსნება, წარმოდგენილი იქნება ხელოვანის საქართველოში ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები, რომლებიც 1990-ანი წლების საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-სოციალურ და კულტურულ რეალობას ასახავს. გამოფენის სტუმარი დანიელ შპერის ვიდეონამუშევარსაც გაეცნობა.

1994-2006 წლებში დანიელ შპერი ბაზელში კომა-ფოტოგრაფის სტუდიური გაერთიანების წევრი იყო. მან 2006 წელს ქალაქ ბაზელში საკუთარი ფოტოსტუდია დააარსა ხელოვნების დოკუმენტირებისა და რეპროდუქციის მიმართულებით.