თბილისის გრანდ სლემზე დღეს მედლებისთვის ათი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემზე დღეს მედლებისთვის ათი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, დღეს, 27 მარტს კაცებშიც და ქალებშიც ორ-ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. საქართველოს ნაკრების ღირსებას რვა კაცი და ორი ქალი ძიუდოსტი დაიცავს.

73 კგ.– ლაშა შავდათუაშვილი, ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი, თორნიკე გვიჭიანი.

81 კგ.– ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, გიგა გიგაური, დიმიტრი გოჩილაიძე.

63 კგ.– ინდირა სილაგაძე.

70 კგ.– მარიამ ჭანტურია.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის სასტარტო დღეს, საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება.