ეთერ ლიპარტელიანის და ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლის მედლები თბილისის გრანდ სლემზე #1TVSPORT
ეთერ ლიპარტელიანის და ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლის მედლები თბილისის გრანდ სლემზე #1TVSPORT

თბილისის გრანდ სლემის პირველივე დღეს წარმატებულად იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა და სამი მედლის აღება შეძლეს.

ეთერ ლიპარტელიანმა (57) ნახევარფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ, წარმოშობით იაპონელ, კანადის სახელით მოასპარეზე კრისტა დეგუჩის სძლია, ფინალში კოსოვოელ ნორა ჯაკოვას შეხვდა და ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებაში ვერაფერი გააწყო.

ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ასევე მეორე ადგილზე გავიდა 66 კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც ფინალში უზბეკ ძიუდოისტს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ რამდენიმე წამში დამარცხდა.

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52კგ) იჭიდავეს და დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემი ოქროს მედით დაასრულა თემურ ნოზაძემ (60კგ).