ქართველი ძიუდოისტებიდან თბილისის გრანდ სლემზე პირველი ოქროს მედალი თემურ ნოზაძემ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველი ძიუდოისტებიდან თბილისის გრანდ სლემზე პირველი ოქროს მედალი თემურ ნოზაძემ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისის გრანდ სლემზე, კაცებში 60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ოქროს მედალი მოიგო.

ფინალში მან უზბეკ კემრან ნურილაევს სძლია:

დღესვე მოგვიანებით ოქროს მედლისთვის კიდევ ორი ქართველი იბრძოლებს. 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი უზბეკ ძიუდოისტს დაუპირისპირდება,ხოლო ფინალშია და თბილისის გრანდ სლემის მოსაგებად იჭიდავებს ეთერ ლიპარტელიანი (57), მან ნახევარფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, წარმოშობით იაპონელს,კანადის სახელით მოასპარეზე კრისტა დეგუჩის სძლია და ფინალში კოსოვოელ ნორა ჯაკოვას შეხვდება.

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბაგრატ ნინიაშვილი (66) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანიც (52) იჭიდავებენ.

ტურნირზე დღეს სულ ათი ქართველი გამოვიდა, საიდანაც სამწუხაროდ, ხუთი – ბექა წიფიანი, ლაშა ჩადუნელი, შაქრო შათირიშვილი, მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.

თემურ ნოზაძე VS კემრან ნურილაევი
დატოვე კომენტარი