თბილისის გრანდ სლემის ფინალურ ბლოკში ორი ქართველი იჭიდავებს, სარდალაშვილი - ოქროსთვის, მარგველაშვილი - ბრინჯაოსთვის #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე გარნდ სლემზე, ფინალურ ბლოკში ორი ქართველი იჭიდავებს: ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, ხოლო გიორგი სარდალაშვილი – ოქროსთვის.
66 კგ. კაცები
წონის პირველმა ნომერმა, ვაჟა მარგველაშვილმა ნახევარფინალური დაპირისპირება ყირგიზ აიბეკ ულუსთან დათმო და ფინალურ ბლოკში ბრინაჯაოს მედლისთვის იტალიელ მატეო პირასს დაუპირისპირდება.
გიორგი თუთაშვილი რეპეჟაშიდან ცდილობდა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას, მაგრამ ქართველი ყაზახ ყირგიზბაევთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
60 კგ. კაცები
19 წლის გიორგი სარდალაშვილი, რომელიც ტურნირზე წონის პირველი ნომერია, ნახევარფინალში უკრაინელ ხალმატოვს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველი ფინალში აზერბაიჯანელ ბაირამოვთან იჭიდავებს.
მეოთხედფინალში ყაზახ სეილხანთან მარცხის შემდეგ, ლუხუმ ჩხვიმიანმა ორთაბრძოლა რეპეჟაში უკაინელ ლესიუკთან დათმო და ტურნირს დაემშვიდობა.
თბილისის გრანდ სლემის ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.