თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში | გიორგი ლოლაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე დღეს 21 წლის გიორგი ლოლაძემ (73 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა თურქი მუჰამედ დემირალი იპონით დაამარცხა.
ტურნირზე ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს დიმიტრი გოჩილაიძეც (81 კგ).
ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყო, პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა პირველი არხი სპორტზეა შესაძლებელი.
თბილისის გრანდ სლემი 20 მარტს დაიწყო და 22 მარტს დასრულდება.