თბილისის ფოტოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს ნესტან ნიჟარაძეს ხელოვნების კავალერის ორდენი გადაეცა
თბილისის ფოტოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს ნესტან ნიჟარაძეს ხელოვნების კავალერის ორდენი გადაეცა

თბილისის ფოტოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს და თანადამფუძნებელს, ნესტან ნიჟარაძეს საფრანგეთის მთავრობის პრესტიჟული ჯილდო, ხელოვნების კავალერის ორდენი გადაეცა.

ჯილდო ნესტან ნიჟასაძეს საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ გადასცა.

თბილისის ფოტოფესტივალის თანადამფუძნებელმა ჯილდო იმ ღონისძიების შექმნისთვის დაიმსახურა, რომელიც ძალიან სწრაფად იქცა რეგიონის მნიშვნელოვან პლატფორმად და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთი ხელოვანი გააერთიანა.

თბილისის ფესტივალი ფრანგული-ქართული პარტნიორობის შედეგად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფოტო ფესტივალთან „არლის ფოტოფესტივალთან“ დაწყებული პარტნიორობის საფუძველზე შეიქმნა 2010.

ხელოვნების კავალერის ორდენი – Ordre des Arts et des Lettres საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ 1957 წლიდან გაიცემა, ხოლო 1963 წლიდან შარლ დე გოლმა მას დამატებითი სტატუსი Ordre national du Mérite მიანიჭა.

ჩვეულებისამებრ, ორდენი საფრანგეთის ან მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხელოვნებისა და კულტურის სფეროების იმ წარმომადგენელს გადაეცემა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სფეროს განვითარებაში.

ხელოვნების კავალერის ორდენი სხვადასხვა წლებში მღებული აქვთ: დირკ ბოგარდს-1982 წელს, უილიამ ბურუგს- 1984 წელს, რუდოლფ ნურიევს -1992 წელს, იონჯი იამამოტოს -1994 წელს, თინა თერნერს- 1996 წელს,ამერიკელფოტოგრაფ მაიკლ კენას – 2000 წელს, უმა ტურმანს – 2006 წელს, კეიტ ბლანშეტს-2012 წელს და ა.შ.