თბილისის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის II, III, IV კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის, რობაქიძის, გიორგი ტერევერკოს, ჭიაურელის, ჩაჩავას, მიქელაძის და ვანის ქუჩების მცხოვრებლებს დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ჩალისპირების) და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის აბონენტებზე.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მცხოვრებლებსაც.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გურამიშვილის გამზირზე (ნაწილობრივ), ღრმაღელეს, გვაზაურის და გუდამაყრის ქუჩებზე.

გლდანის რაიონში, სოფელი გლდანის, მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის IIIა, III მიკრორაიონების მცხოვრებლებს დენი 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.

კრწანისის რაიონში, დიდი ხეივნის, II ხეივნის, შავიშვილის, ვლადიმერ წითლანაძის, გულუას და ათონელის ქუჩების აბონენტებს დენი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეუწყდებათ.

ვაკის რაიონში, იმედაძის ქუჩაზე ელექტროენერგია 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეწყდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.