თბილისის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:55, 03.12.2018

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გურამიშვილის გამზირზე (ნაწილობრივ), ღრმაღელეს, გვაზაურისა და გუდამაყრის ქუჩებზე.

დიდუბის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ დიღმის მასივის II კვარტლისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ვანის, ზესტაფონისა და თევდორე მღვდლის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.

გლდანის რაიონში, გლდანის მასივის „ა“, II და VIII მიკრორაიონებში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლისა (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის აბონენტებზე.

კრწანისის რაიონში, ინგოროყვასა და შევჩენკოს ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

ვაკის რაიონში, კოსტავას, ნიკოლაძის, ქიაჩელის, მელიქიშვილის, ახვლედიანისა და ვაშლოვანის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეწყდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

მსგავსი