თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის 6 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში დენი 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება, კერძოდ მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის II ქუჩის, ნავთლუღის II დასახლების III ,IV, V, VI ქუჩების და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩებზე.

ამასთან, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ვაკის რაიონში ვერეს აღმართის, ქიაჩელის და ახვლედიანის ქუჩებზე. ასევე 13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი ახალდაბის მაცხოვრებლებს.

„საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ სამხედრო გზატკეცილისა და აღმაშენებლის ხეივნის აბონენტებისთვის. ასევე 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირსა და ბროლოსანის ქუჩას.11:00 საათიდან 13:00 საათამდე დენი შეუწყდებათ უნივერსიტეტის, ბუდაპეშტისა და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე კი შეზღუდვა გავრცელდება ტაშკენტის, ბუდაპეშტისა და კანდელაკის ქუჩებზე.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონს, მანჯგალაძის, ვაჩნაძის და პუშკინის ქუჩებს.
გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 11 საათიდან 18 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება, კერძოდ გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, სოფელი გლდანისა და ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებისთვის.

ასევე 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ვეკუასა და ვასაძის ქუჩებზეც.
15:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება ისნის რაიონსაც.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აწყურის, დოესის, კასპის, ნოსირის, ლეხ კაჩინსკისა და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.