თბილისის „დინამოს“ პირველი და ისტორიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე | წყალბურთი
წყლაბურთში ევროპის ჩემპიონათა ლიგის მე-10 ტურის მატჩში თბილისის „დინამო“ ფრანგულ „მარსელს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა თბილისში, „ოლიმპიკის“ აუზზე გაიმართა. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასარიდებლად მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინ, გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა. ამგვარად, დინამოელები ძლიერ გუნდთან მასპინძელების მთავარ უპირატესობას მოკლებულები იყვნენ.
უდავო ფავორიტად ევროპის თასის მოქმედი გამარჯვებული „მარსელი“ მიიჩნეოდა. ყველასთვის მოულოდნელად შეხვედრის პირველი პერიოდი თბილისის „დინამოს“ სრული უპირატესობით წარიმართა და ანგარიშით 5:1 დასრულდა.
მატჩის მეორე პერიოდშიც თბილისის „დინამო“ მოწოდების სიმაღლეზე იყო და შესვენებაზე მნიშვნელოვანი უპირატესობით გავიდა – 8:4.
მესამე პერიოდში კვლავ თბილესელთა შესანიშნავი თამაშის მომსწრენი გავხდით და „დინამო“ გამარჯვებას კიდევ უფრო მიუახლოვდა – 14:7.
მეოთხე პერიოდში „მარსელი“ თამაშის გადარჩენას მთელი ძალებით ცდილობდა, თუმცა ფრანგები ვერაფერს გახდნენ და თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი და ისტორიული გამარჯვება იზეიმა – 15:12.
„დინამო“ – „მარსელის“ პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს პირველმა არხმა შემოგთავაზათ, მატჩი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.