თბილისის „დინამოს“ მოთამაშეების პროგნოზი - მსოფლიო ჩემპიონები სამხრეთამერიკელები გახდებიან
რას ფიქრობენ „დინამო თბილისში“, ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი? ამის შესახებ გუნდის პრესსამსახურმა მოთამაშეები და მთავარი მწვრთნელი გამოკითხა. უმრავლესობა სამხრეთამერიკელების ჩემპიონობისკენ იხრება.
დინამოელებისგან ყველაზე მეტი ხმა არგენტინის ნაკრებმა მიიღო. ლიონელ მესის გუნდს გულშემატკივრობს გუნდის მთავარი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი, მეკარე დავით კერესელიძე, ასევე ნიკა მალი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ანრი მექვაბიშვილი, ბარნს ოსეი, თორნიკე კირკიტაძე და ლაშა ოდიშარია.
შემდეგ მოდის ბრაზილია — ნეიმარის გუნდის გამარჯვებას ელიან და გულშემატკივრობენ საბა ხვადაგიანი, გიორგი ჩხეტიანი, უსმანე კამარა, დმიტრი ანტილევსკი, ვაგნერ გონსალვეში, სტანისლავ ბილენკი, დავით სხირტლაძე და გიორგი გაბედავა.
„დინამოში“ ასევე ქომაგობენ პორტუგალიას, საფრანგეთს, გერმანიას, ბელგიას, ინგლისსა და ნიდერლანდებს.