თბილისის „დინამოს“ ისტორიაში მათი სახელები უკვდავი იქნება - 13 მაისის მონაწილეებმა გარდაცვლილი თანაგუნდელები გაიხსენეს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 1981 წლის 13 მაისის წარმატების შემოქმედმა თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა გარდაცვლილი თანაგუნდელები გაიხსენეს.
საშა ჩივაძე: „ჩემი თაობა და პირადად მე ძალიან დავიჩაგრეთ, ჩემი თანაგუნდელები და მეგობრები დღეს რომ აღარ არიან. როგორ შეიძლება, რომ 25 წლის ვიტალი დარასელია წასულიყო… სამწუხაროდ, დათო ყიფიანიც ავტოავარიაში გარდაიცვალა, რამაზ შენგელიაც ასე ახალგაზრდა წავიდა. ფინალში ჩვენთან ერთად იყო ამირან ანდღულაძე, ნათელში იყოს. სანამ თბილისის „დინამო“ იქნება, მათი სახელები გუნდის ისტორიაში უკვდავი იქნება“.
ნოდარ ხიზანიშვილი: „სხვათა შორის, ვიტალის წასვლამ მაგრად გაგვტეხა. დათო ყიფიანზე აღარაფერს ვამბობ, ის მთელი საქართველოს უყვარდა“.
თამაზ კოსტავა: „დაარსელიას გადრდაცვალების და ყიფიანის წასვლის შემდეგ წელს „დინამო“ კინაღამ უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ვიტალი ძალიან მაგარი ბიჭი იყო. მისი მოგონილი იყო, რომ სათადარიგოებში მყოფები რომ არ დაჩაგრულიყვნენ, ყველა პრემიას თანაბრად ვიღებდით. რამაზ შენგელია მინდა გავიხსენო. იცით რამდენს ვარჯიშობდა? ვერ ვაჩერებდით, იმდენს დარბოდა“.
ნუკრი კაკილაშვილი: „არავის არ ეწყინება, ჩემი კუმირი ყიფიანი იყო. გუნდში რომ მივედი, ბაზა ახალი აშენებული იყო და ოროთახიანი ნომრები იყო. მითხრა, ჩემს ოთახში იქნებიო. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ჩავვარდებოდი“.
ნოდარ ხიზანიშვილი: „თბილისში გუნდები ფიქრობდნენ, დიდი ანგარიშით არ წაეგოთ. ეს ნოდარ ახალკაცის, კახი ასათიანის, გივი ნოდიას, სერგო კუტივაძის, ექიმების, ზაქრო თელიას, ადმინისტრატორის, თენგიზ მაჭავარიანის დიდი დამსახურება იყო“.