თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თბილისის „დინამომ“ მეორე გამარჯვება მოიპოვა. დინამოელებმა სერბეთის „რადნიჩკის“ უმასპინძლეს და 13:8 დაამარცხეს.

ქართულმა გუნდმა პირველივე წუთებიდან მოიპოვა დიდი უპირატესობა და საწყისი პერიოდი 4:0 მოიგო. პირველ რვაწუთეულში დუბლი შეასრულა დინამოელმა სტეფან პიეშივაცმა.

მეორე პერიოდიდან სერბებმა შეტევაში თამაში გამოასწორეს, მაგრამ მასპინძლების შეჩერება მაინც ვერ მოახერხეს.

„დინამომ“ შეხვედრა დამაჯერებლად მიიყვანა გამარჯვებამდე.

10 მატჩიდან 2 მოგებით ქართველები რვაგუნდიან ჯგუფში მეშვიდე ადგილზე არიან. პლეი ოფში საუკეთესო ოთხი გუნდი გადის. სამმა წყალბურთელმა მოახერხა სამ-სამი გოლის გატანა – ტყეშელაშვილმა, პიეშივაცმა და სარიჩმა.


დინამო-რადნიჩკი 13:8


4:0, 2:2, 3:3, 4:3

დინამო: რაზმაძე, კირიაკიდი, ახვლედიანი (1 გოლი), ძიხციარენკა, ტყეშელაშვილი (3), ვლაჰოვიჩი (2), ჯახაია, სარიჩი (3), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (1), მალიშაუ, პიეშივაცი (3), გვეტაძე.