კახი კაჭარავა თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდი ავრცელებს.
„კახი კაჭარავა გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში“ – წერს „დინამოს“ გვერდი.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურას“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა, რითაც, ფაქტობრივად, საჩემპიონო შანსი დაკარგა.
კახა კაჭარავას ნაცვლად, დროებით, გუნდს მისი ასისტენტი უხელმძრვანელებს – „დინამოს“ გვერდის ცნობით, მთავარ მწვრთნელად ზაურ სვანაძე დაინიშნა – ლეგენდარული 1981 წლის 13 მაისის წარმატების მონაწილე, რომელიც დამოუკიდებლად ავარჯიშებდა შვედურ „ელივარეს“, თბილისის „ლოკომოტივს“ საქართველოს 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებს, ასევე ბაქოს “ინტერს”.