თბილისის „დინამო“ იტალიურ გრანდთან დამარცხდა | წყალბურთი
თბილისის „დინამო“ იტალიურ გრანდთან დამარცხდა | წყალბურთი

თბილისის „დინამო“ წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბს, იტალიურ „პრო რეკოს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:13 დამარცხდა.

რევაზ ჩომახიძის გუნდმა ტიტულოვან მეტოქეს თბილისში, ოლიმპიკის აუზზე უმასპინძლა.

თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ასპარეზობს და ჯერჯერობით მოგება მოგება არა აქვს. რაც შეეხება იტალიურ გრანდს, „პრო რეკო“ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია.

„პრო რეკო“ სპორტის ამ სახეობაში „ბებერი კონტინეტის“ ერთ-ერთი უძველესი კლუბიც გახლავთ, რომელიც 19013 წელს დაარსდა.

იტალიელებმა ჩემპიონთა ლიგა რვაჯერ მოიგეს, დაეუფლნენ ადრიატიკის თასს, ექვსჯერ გაიმარჯვეს ევროპის სუპერთასზე, საკუთარი ქვეყნის ჩემპიონობა კი 33-ჯერ იზეიმეს.

„დინამო“ – „პრო რეკოს“ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს პირველმა არხმა გადასცა – საქართველოს პირველი არხი ქართული წყალბურთის მხარდასაჭერად.