თბილისის „დინამო“ ბრაზილიელ თავდამსხმელს აკვირდება
თბილისის „დინამო“ ბრაზილიელ თავდამსხმელს აკვირდება
თბილისის „დინამოში“, შესაძლოა, ბრაზილიელი თავდამსხმელი ჩაირიცხოს – გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონს ჟოზე ვიტორ პერნამბუკოს დამატება სურს.
 
21 წლის ტანმაღალი (187 სმ) თავდამსხმელი ბრაზილიურ კლუბ „პორტუგეზა დესპორტოს“ აღზრდილია. პერნამბუკო 2018 წელს მთავარ გუნდში გადაიყვანეს, თუმცა ბრაზილიის ჩემპიონატში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ასევე მცირე დრო დაჰყო პაულისტას ლიგის „ჟაგუარინუში“, 2019 წლის 22 თებერვალს კი უკრაინის პრემიერლიგის „ლვოვში“ მიიწვიეს და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჟოზე ვიტორ პერნამბუკო „ლვოვის“ თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდა. 12 თებერვალს უკრაინელებთან ერთად, სომხურ კლუბ „ლორის“ წინააღმდეგ საკონტროლო შეხვედრაც ითამაშა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მოუვიდა გუნდში კონფლიქტი და „ლვოვი“ დატოვა.
ჟოზე ვიტორ პერნამბუკო (ჟოზე ვიტორ როდრიგეშ და სილვა დოს სანტოსი)
დაიბადა 1998 წლის 28 აპრილს ილა დი იტამარაკაში, ბრაზილია (21 წლის)
სიმაღლე 187 სმ
წონა 73 კგ
მოქალაქეობა – ბრაზილია
პოზიცია – თავდამსხმელი
ბოლო კლუბი – „ლვოვი“ (უკრაინა)
ნომერი 11
ახალგაზრდული კლუბები
201? -2018 ბრაზილია „პორტუგეზა“
საკლუბო კარიერა
2018 წლის ბრაზილია, „პორტუგეზა“ 0 (0)
2018 ბრაზილია, „ჟაგუარინუ“ 0 (0)
2019-2020 უკრაინა, „ლვოვი“ 30 (3)