თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, ხოლო კლინიკის ორ ექიმს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მაგდა ხოჭოლავა დაკავებული არ არის, ის იტალიაში იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ აღნიშნული გადაწყეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.
ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლება თავდების სანაცვლოდ მოითხოვეს. მათ თავდებში დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში და ათზე მეტი ექიმი უდგებოდათ. გარდა ამისა, ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლეს 100 000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზეს.
ამასთან, დაზარალებულის მამის, მირზა ცირეკიძის განცხადებით, პროკურატურის მუშაობით კმაყოფილია და, როგორ დასრულდება გამოძიება, ამას მომავალი აჩვენებს.
„პროკურატურასთან თამანშრობლობით და პროკურორის მუშაობით კმაყოფილი ვარ. საქმე თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა და მივედით იმ ზომამადე, რომ სამართლმა რაღაც შედეგი გამოიღო“ , – აღნიშნა ცირეკიძემ.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი გუშინ დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.