თბილისის ბოტანიკურ ბაღში მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღე აღინიშნება
თბილისის ბოტანიკურ ბაღში მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღე აღინიშნება

თბილისის ბოტანიკურ ბაღში მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღე აღინიშნება.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ გიდებთან, სპეციალურად მომზადებულ ბილიკებზე ფრინველებს დააკვირდნენ. გაიმართება სხვადასხვა სახის შეჯიბრება და სახალისო შემეცნებითი თამაშები ბავშვებისათვის.

ღონისძიებების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „საბუკო“. ისინი დღეს კამპანიის, სახელწოდებით „ბაღის ფრინველთა საათი“ ათი წლის იუბილესაც აღნიშნავენ. ამ კამპანიას ყოველწლიურად უერთდებიან საქართველოს სკოლის მოსწავლეები. ისინი ერთი საათის განმავლობაში აკვირდებიან ფრინველებს საკუთარ ბაღებში და ორგანიზაციაში აგზავნიან მონაცემებს ბაზის გასაახლებლად. „საბუკოს“ მიზანს საქართველოს ველური ბუნების, ფრინველებისა და მათი ჰაბიტატების დაცვა, კონსერვაცია და მონიტორინგი წარმოადგენს.

ღონისძიება 17:00 საათამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.