თბილისის, ბათუმისა და ზუგდიდის ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებზე ილია მეორის ფოტოებია განთავსებული წარწერით – „მიყვარხარ, საქართველო“

10:55, 23.03.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად თბილისის ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებზე ილია მეორის ფოტოებია განთავსებული წარწერით – „მიყვარხარ, საქართველო“. ამავე წარწერებით ფოტოები განთავსდა ზუგდიდსა და ბათუმში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში გუშინ დაკრძალეს. მას უკანასკნელ გზაზე პატივი მიაგო ასობით ათასმა ადამიანმა. პატრიარქი 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი