თბილისის 52-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო, დაკავებულია ზვიად კუპრავა
თბილისის 52-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო, დაკავებულია ზვიად კუპრავა

თბილისის 52-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა ადგილზე მივიდა და კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ უბანი გაყალბებულია.

ზვიად კუპრავა აცხადებდა, რომ მორჩენილ ბიულეტენებთან დაკავშირებით იყო ცდომილება.

მისი განმარტებით, ბიულეტენები კომისიის თავმჯდომარეს თავის ოთახში ჰქონდა და იქიდან გამოიტანა, რაც უბნის გაყალბებაზე მიუთითებს.

კუპარავას ამ განცხადებას უბანზე ხმაური მოჰყვა. კომისიის წევრები ამბობდნენ, რომ კუპრავა ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა და მიზნად ჰქონდა საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის ჩაშლა.

ადგილზე სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.