თბილისის 33-ე ბაგა-ბაღს ექსპერტიზა ჩაუტარდება
თბილისის 33-ე ბაგა-ბაღს ექსპერტიზა ჩაუტარდება

ვაშლიჯვარში მდებარე ბაღი, რომლის მშენებლობაც 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა, თბილისის მერმა დაათვალიერა.

კახი კალაძე ადგილზე გაეცნო დარღვევებს.

შენობის კედლები რამდენიმე ადგილას არის გაბზარული, დაზიანებულია ჭერი.

თბილისის მერის განცხადებით, მშენებელ კომპანია “გიკოს” და საზედამხედველო კომპანიას მერიაში დღესვე დაიბარებენ.

მისივე თქმით, ნაგებობას ექსპერტიზა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება და გადაწყდება, უნდა გაგრძელდეს თუ არა შენობაში სასწავლო პროცესი რეაბილიტაციის ჩატარებამდე.