თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით „გზა საქართველოს თავისუფლებისთვის“.

პროექტის მიზანი მაყურებლისთვის იმ საინტერესო ისტორიების გახსენება იყო, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვებამდე საქართველოს მიერ განვლილ გზას უკავშირდებოდა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ისტორიული მოვლენების ინტერპრეტაციები და სხვადასხვა ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით მომზადებული ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს სკოლის სამივე საფეხურის აღსაზრდელებმა.