თბილისის 126-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

16:25, 10.10.2020

თბილისის 126-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც 126-ე სკოლის დირექტორმა, ირინე მჭედლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ბავშვი სკოლაში ოთხშაბათის შემდეგ არ ყოფილა.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, ყველა საკლასო ოთხაში დეზინფექცია დღეს და ხვალ ტარდება, ხოლო აღნიშნული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადაგვყავს. დანარჩენ კლასებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

მსგავსი