თბილისის 11 რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:15, 29.06.2018

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 11 რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვარკეთილის III მასივის I, X კვარტლების, შუამთისა და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებზე. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონს.

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I კვარტლის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ზაქარიაძის, ტაშკენტისა და შევარდენიძის ქუჩებზე.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება შალვა ნუცუბიძის ქუჩასაც.

16:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჯანო ბაგრატიონისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.

გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანი-2 დასახლების, შეშელიძისა (ნაწილობრივ) და ფეიქართა (ნაწილობრივ) ქუჩებზე.

მთაწმინდის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია რუსთაველის გამზირზე (ნაწილობრივ), თაბუკაშვილის, გუდიაშვილის, მანჯგალაძის, ფურცელაძის, ვასო აბაშიძის, ჯორჯაძის, ჩიტაძის, ვაჩნაძის, პუშკინისა და კრავეიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.

დიდუბის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება მირცხულავას, აგლაძისა (ნაწილობრივ) და წყალტუბოს ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ჩიქობავას, ჯავახიშვილის, აჯამეთის, კანკავას, ქვლივიძის, ჯანსუღ კახიძისა და თვალჭრელიძის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.

ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე დენის მიწოდება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე დენი შეწყდება გურამიშვილის გამზირსა და ზღვისუბნის დასახლების IX კვარტალში.

ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

დიდგორის რაიონში, დაბა შინდისის აბონენტებს ელექტრომომარაგება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.

ისნის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, ჯავახეთის, ნოე რამიშვილის, ოსიპ მანდელშტამის, ლაღიძის, ზაქარია მხარგრძელის, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ალექსანდრე წულუკიძისა და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

კრწანისის რაიონში, შავთელის, ჩახრუხაძის, ავლევისა და ნიშნიანიძის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება თელეთის, ბერძნის, ქუმსიაშვილის, ლორთქიფანიძის, ბექა ოპიზარისა და საბანიძის ქუჩებზეც.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

მსგავსი