„თბილისი პრაიდის“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

„თბილისი პრაიდის“ ოფისთან, ახვლედიანის ქუჩაზე აქცია გამართეს საზოგადოება „ზნეობისა“ და სხვადასხვა მართლმადიდებლური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

აქციის მონაწილეები შენობაზე საქართველოს დროშასთან ერთად ლგბტ დროშის გადმოფენას აპროტესტებენ. გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, მათი შეკრებები ოფისის წინ დღეიდან ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს და გაგრძელდება, ვიდრე ლგბტ დროშა არ ჩამოიხსნება.

ორგანიზაცია „თბილისი პრაიდში“ აცხადებენ, რომ პროტესტის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, თუმცა ის არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოს.