„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ ერთ პირს 2 300-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ ერთ პირს 2 300-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

მრგვალ ბაღთან მიმდინარე აქციაზე გუშინ დაკავებულ ერთ პირს 2 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ბრალდების მხარე ნაკაშიძისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ნაკაშიძე ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლა.

​შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი