შსს-ს ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას  ადმინისტრაციული წესით 20 პირია დაკავებული
შსს-ს ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით 20 პირია დაკავებული

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით 20 პირია დაკავებული.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები იმ ადგილამდე მისვლას ცდილობდნენ, სადაც „თბილისი პრაიდის“ მხრიდან ფილმის ჩვენება იყო დაგეგმილი.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიების შემდეგ, სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა.