„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიდიან
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიდიან

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიდიან.

ადგილზე სამართალდამცველებს გაკეთებული აქვთ სპეციალური კორიდორი, რათა ღონისძიების მონაწილეებს შესვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნათ.

ამასთან, ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, პერიოდულად ვითარება იძაბება.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომდგენლები იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიან, კვერცხებსა და ბოთლებს ისვრიან.

შეგახსენებთ, პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანა.