26-27 ოქტომბერს თბილისში, სპორტკომპლექს „არენაში“, მსოფლიო თასი-სატელიტი გაიმართება. ხმლით ფარიკაობაში ერთმანეთს 15 ქვეყნის 65 სპორტსმენი შეეჯიბრება. ტიტულის მოსაპოვებლად არგენტინელი, აზერბაიჯანელი, ბრაზილიელი, კანადელი, ჩეხი, ბერძენი, მალაიზიელი, ტუნისელი, უზბეკი, ვენესუელელი, პოლონელი, თურქი, უკრაინელი, ქართველი და საუდის არბეთის წარმომადგენელი სპორტსმენები იბრძოლებენ.
საქართველოს ნაკრებში 8 ქალი და 16 კაცი ხმლით მოფარიკავე იასპარეზებს. ესენი არიან: თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, თეონა გოგლიძე, ლიზი ბაციაშვილი, მარი კაკოიშვილი, ანი მაისურაძე, სალომე გოგუა, სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ლაშა კუჭუხიძე, ლუკა კუჭუხიძე, გიორგი მერკვილაძე, ვაჟა რეჭია, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ვახტანგ არჩვაძე, ზურაბ ჯანელიძე, ალექსანდრე ხორხომელიძე, ლუკა ლომინაძე, გურამ რეხვიაშვილი, ლევან აბუაშვილი, თორნიკე მითაგვარია და გიორგი ფრანგიშვილი.
სტუმართა შორის რამდენიმე საინტერესო და ცნობილი მოფარიკავეა. ქალთა შეჯიბრში გამოვა ბერძენი დესპინა გეორგიადუ, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში 26-ეა. ტურნირზე ასევე იასპარეზებენ რეიტინგის 31-ე, 32-ე, 33-ე ნომრები: აზერბაიჯანელი ანა ბაშტა, კანადელი გაბრიელა პეიჯი და ტუნისელი ამირა ბენ შაბაანი.კაცთა შორის ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან თურქეთის საუკეთესო მოფარიკავე ენვერ ილდირიმი და რეიტინგის 40-ე ნომერი არგენტინელი სტეფანო ივან ლუკეტი.
ტურნირი26 ოქტომბერს 10:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.