თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს
თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს

თბილისის განვითარების ფონდში გვყავს ახალი ხელმძღვანელი – სანდრო ტოგონიძე, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ფონდს კერძო სექტორში, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სანდრო ტოგონიძეს დიდუბის გამგებელი ლევან ჯღარკავა შეცვლის.

„კერძო სექტორი სერიოზულ კონკურენციას გვიწევს და სამწუხაროდ, ხდება კადრების გადინება. წარმატება მინდა ვუსურვო სანდროს. მადლობა საქმიანობისთვის. ამ თანამდებობაზე მინდა, წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე დიდუბის გამგებელი იყო, მას დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, იქნება წარმატებული, როგორიც იყო სანდრო. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთად და ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, განსაკუთრებით ძველ უბნებში, რათა ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს ქალაქში, იყოს შენარჩუნებული. რაც შეეხება დიდუბის გამგებლის კანდიდატურას, მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას, ვინ იქნება დიდუბის გამგებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.