„თბილისი ენერჯის“ მომსახურების ყველა ცენტრი დისტანციურ მუშაობაზე გადადის
„თბილისი ენერჯის“ მომსახურების ყველა ცენტრი დისტანციურ მუშაობაზე გადადის

„თბილისი ენერჯის“ მომსახურების ყველა ცენტრი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.

„ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს მომატებული შემთხვევების გამო, კომპანია „თბილისი ენერჯი“ ითვალისწინებს ინფექციონისტების და მთავრობის რეკომენდაციებს. მოსახლეობის, კომპანიის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მეტი უსაფრთხოებისთვის, „თბილისი ენერჯის“ მომსახურების ყველა ცენტრი იმუშავებს დისტანციურად.

დისტანციურ რეჟიმში ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების მიღება სრულფასოვნად შეგიძლიათ ცხელი ხაზის ნომერზე: 2 40 40 04; „თბილისი ენერჯის“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მესენჯერით, ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით www.te.ge; გაზის გაჟონვის შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე – 114.

გისურვებთ ჯანმრთელობას და დაიცავით გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესები“, – აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციაში.