„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, კომპანია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ატრიბუტებით არის აღჭურვილი
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, კომპანია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ატრიბუტებით არის აღჭურვილი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებით, კომპანია „თბილისი ენერჯის“ ყველა ბიზნეს ცენტრი და ოფისი უზრუნველყოფილია და აღჭურვილია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ატრიბუტებით, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ, როგორც აბონენტებს, ასევე კომპანიის თანამშრომლებს.

როგორც „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, კომპანიის ყველა ბიზნესცენტრი უკვე აღჭურვილია ხელის სადეზინფექციო დისპენსერებით. ყველა ცენტრი მომარაგებულია საჭირო რაოდენობის პირბადეებითა და ე.წ. ბახილებით. ბიზნესცენტრების გარდა, პირბადეებისა და ბახილების საჭირო რაოდენობა დაურიგდა სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს, ამთვლელებსა და ზეინკლებს – ყველას, ვისაც რაიმე სახით შეხება აქვს აბონენტებთან.

„პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კომპანიის ყველა ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. აქვე შეგახსენებთ, რომ „თბილისი ენერჯის“ მომსახურების მიღება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად. გაცნობებთ, რომ ცხელი ხაზი – 2 40 40 04 და სწრაფი რეაგირების სამსახური – 114 ამ პერიოდის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. შესაბამისად, მომსახურების მისაღებად არ დაგჭირდებათ მომსახურების ცენტრებში მისვლა, გარდა აუცილებელი ან განსაკუთრებული შემთხვევებისა“, – აცხადებენ კომპანიაში.