„თბილისი ენერჯის” ცხელი ხაზისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის სატელეფონო პროგრამაში შეფერხებაა
„თბილისი ენერჯის” ცხელი ხაზისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის სატელეფონო პროგრამაში შეფერხებაა

კომპანია „თბილისი ენერჯის” ცხელი ხაზისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის სატელეფონო პროგრამაში შეფერხებაა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

„სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად.

ხარვეზების გამო, ასევე შეზღუდულია ვებგვერდის ონლაინ დახმარების გამოყენებაც.

კომპანიის ცხელ ხაზზე ან სწრაფი რეაგირების სამსახურთან დაკავშირება ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ მესენჯერის საშუალებით.

აბონენტები მომსახურების მიღებას ასევე შეძლებენ მითითებულ ალტერნატიულ ტელეფონის ნომრებზე დარეკვისას: 599 87 86 16 ; 595 11 43 63.

შეფერხების თაობაზე ინფორმირებულია 112. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აბონენტებს შეუძლიათ, ინფორმაცია 112 დახმარებითაც მოგვაწოდონ“, – აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციაში.