„თბილისი ენერჯი“ ძველი და ამორტიზებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს - გაზმომარაგება შეეზღუდება თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის მოსახლეობას და იქ არსებულ კომერციულ ობიექტებს
„თბილისი ენერჯი“ ძველი და ამორტიზებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს - გაზმომარაგება შეეზღუდება თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის მოსახლეობას და იქ არსებულ კომერციულ ობიექტებს

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 აგვისტოდან გაზმომარაგება შეეზღუდება თბილისის ცენტრალურ უბნებს, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მოსახლეობას, მიმდინარე ქუჩებსა და იქ არსებულ კომერციულ ობიექტებს.

როგორც კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაშია აღნიშნული, გაზმომარაგება 9 აგვისტოს 09:00 საათიდან შეწყდება და 11 აგვისტოს 20:00 საათამდე აღდგება.

„კომპანია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებაა. სწორედ ამიტომ კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ყოველწლიური დაგეგმილი ინვესტიციის უმეტესუ წილი სწორედ გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება. თბილისი ენერჯი აქტიურად თანამშრომლობს დედაქალაქის მერიასთან და მათ მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ძველი და ამორტიზებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს. ერთ-ერთი ასეთი სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებულ თბილისის მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენზე, რომელიც დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს წარმოადგენს, ძლიერ ამორტიზირებული და დაზიანებული იყო“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად 1300 მეტრის სიგრძის გაზსადენი მთლიანად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით.

„სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგება. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 9 აგვისტოს საღამოს 09:00 საათიდან გაზმომარაგება შეეზღუდება თბილისის ცენტრალურ უბნებს, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მოსახლეობას, მიმდინარე ქუჩებსა და იქ არსებულ კომერციულ ობიექტებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება მეორე დღიდან და სრულად აღდგება 11 აგვისტოს 20:00 საათამდე. კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელია დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.