თავისუფლების მოედანზე თბილისის საკრებულოს ავტოსადგომი გაუქმდა
თავისუფლების მოედანზე თბილისის საკრებულოს ავტოსადგომი გაუქმდა

დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ  პარკინგი გაუქმდება. აღნიშნული ინიციატივით, დედაქალაქის საკრებულომ მერიას მიმართა.

საპარკინგე ადგილები საკრებულოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოიყენებოდა და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის,

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მოძრაობის შეფერხებას იწვევდა. გარდა ამისა, ავტოსადგომი საკრებულოს ისტორიული შენობისა და თავად მოედნის ესთეტიურ სახეს ლახავდა.

“დარწმუნებული ვარ, თბილისელები აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.