თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად კახეთიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გამოემგზავრნენ
თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად კახეთიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გამოემგზავრნენ

თბილისში დაგეგმილ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად კახეთიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გამოემგზავრნენ.

მმართველი პარტიის მხარდამჭერები თელავსა და ყვარელში დილიდან შეიკრიბნენ.

სულ კახეთიდან დღეს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ 10 ათასამდე მხარდამჭერი მიიღებს.

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი