თავისუფლების მოედანზე 26 მაისის აღნიშვნისთვის ემზადებიან [ფოტო]

10:15, 26.05.2026

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებასთან დაკავშირებით ემზადებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იქნება და, პირველად, წვევამდელები ფიცს დადებენ თბილისში და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან.

მსგავსი